წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება

  • მიმწოდებელი/მომწოდებელი/გამყიდველი (ჩვენ) – შპს „კეტები“ madkeds.ge ვებ გვერდით, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.
  • მომხმარებელი/შემკვეთი/მყიდველი (თქვენ)– ფიზიკური პირი რომელიც საკუთარი თუ იურიდიული პირის სახელით შედის ვებ გვერდზე.
  • ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.
  • პროდუქცია – ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ვებ გვერდზე.
  • შეთანხმება – ეს მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, ინტელექტუალური საკუთრება, შეკვეთის გაფორმების, თანხის გადახდის, მედიის მართვა და პროდუქტის მიწოდების ინსტრუქციები, რომელსაც თქვენ ეთანხმებით შეკვეთის განხორციელების დროს.
  • ვებ გვერდი – არის ჩვენი ვებგვერდი www.madkeds.ge და მასზე არსებული ინტელექტუალური საკუთრება. 

შეკვეთის გაფორმება და შეძენა

ჩვენი ვებ გვერდიდან პროდუქტის ონლაინ შესაძენად საჭიროა ვებ გვერდზე რეგისტრაციისა. შემკვეთი აგებს პასუხს რეგისტრაციის ინფორმაცის სისწორეზე.

იმისათვის, რომ, ნახოთ შერჩეული პროდუქტის/პროდუქტების ჯამური ღირებულება და მიწოდების ღურებულება, უნდა გახსნათ კალათა, რომელიც გადაგიყვანთ კალათის გვერდზე.

შეძენა შესაძლებელია შეკვეთილ პროდუქტზე ონლიან გადახდის საშუალებით Visa ან Mastercard ბარათებით. Visa / Mastercard ბარათით გადახდისას შეკვეთის გაკეთების დროს, გადამისამართდებით თიბისი ბანკის ბარათებით გადახდის გვერდზე. საჭირო იქნება შეიყვანოით თქვენი ბარათის მონაცემები და ბარათის მფლობელის მონაცემები. იმ შემთხვევაში თუ შესაძენი პროდუქციის და მიწოდების საფასურის გადახდა წარმატებით დასრულდა, მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელექტონულ ფოსტაზე. საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელი შეიძლება დაგიკავშირდეთ თქვენს მიერ მითითებული ტელეფონის ნომერზე მიწოდების ან სხვა დეტალების დასაზუსტებლად.

მიწოდების პირობები

ვებ გვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს მასშტაბით.   შეძენილი პროდუქციის მიწოდება თბილისის მაშტაბით ხორციელდება შეკვეთის განთავსებიდან 2 სამუშაო დღეში, ხოლო დანარჩენი საქართველოს მაშტაბით 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მოგაწოდოთ პროდუქცია იმ მისამართზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ შეკვეთის განხორციელების დროს. დაგვიანებული მიტანის შემთხვევაში, მომწოდებელი აგინაზღაურებთ მიტანის საფასურს.

არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ რეალურ მისამართზე განხორციელდეს მეორედ, თუ მყიდველი ადგილზე დამატებით გადაიხდის მიტანის საფასურს.

მყიდველმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროდუქციის მიწოდების დროს ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადექვატური პირობები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება.

პროდუქციის დაბუნება

თუ პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა გამოწვეულია გამყიდველის მხრიდან: სხვა პროდუქტის მიწოდების ან რაიმე მნიშვნელოვანი სახის ნაკლი ან დაზიანების მქონე პროდუქტის მიწოდების გამო, ასეთ შემთხვევაში დაბრუნება/შეცვლის ვალდებულება და ხარჯები ეკისრება გამყიდველს.

დაბრუნების შესახებ მოთხოვნის მიწოდება გამყიდველისთვის უნდა მოხდეს პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით order@madkeds.ge მისამართზე. ნაკლოვანების აღმოჩენიშ შემთხვევაში დართული უნდა იყოს ფოტო სურათები სადაც ნათლად სჩანს წუნი.

მყიდველს შეუძლია გადაცვალოს პროდუქცია მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში. გადასაცვლელი პროდუქციის დაბრუნება უნდა მოხდეს ან გამყიდველის რომელიმე ფილიალში და გამოგზავნილი უნდა იყოს კურიერის მეშვეობით. დაბრუნებული პროდუქცია უნდა იყოს თავდაპირველ შეფუთვაში, ეტეკიკეტებით, ნაკლის გარეშე, სარეალიზაციოდ მზად და უხმარი.

ყველა მოთხოვნა დაბრუნება/შეცვლის შესახებ წინასწარ უნდა იყოს მოთხოვნილი წერილობით ელექტრონული ფოსტით. თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად.

შეკვეთის გაუქმება.

მყიდველს შეუძლია შეძენიდან 2 საათის განმავლობაში მოითხოვოს შეკვეთის გაუქმება. ამსეთ შემთხვევაში, თანხა სრულად დაუბრუნდება მყიდველს.

იმ შემთხვევაში თუ გამყიდველს არ აღმოაჩნდა შეძენილი პროდუქტი ან ვერ ხერხდება შეკვეთის დათქმულ ვადაში მიწოდება, გამყიდველი დაუკავშირდება ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით მყიდველს ინფომაციის მისაწოდებლად. ასეთ შემთხვევაში, მყიდველს შეეძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს შეკვეთა და შესაბამისი თანხა დაუბრუნდება მყიდველს საბანკო ანგარიშზე.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ: პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად

პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე; უზრუნველვყოფთ პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენთან მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ სხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. 

პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები

თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და პროდუქტის შეძენასთან madkeds.ge-ზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (თქვენს პირად მონაცემებს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვას) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ შეძენის ან დაბრუნების ტრანზექციასთან დაკავშირებული ინფომაცია.

დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია მომხმარებლის ინდენტიფიცირების, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია  პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;

ჩვენი ვებ გვედი madkeds.ge არ აგროვებს ფინანსურ ინფორმაციას და პირად საფინანსო დეტალებს როგორიცაა საკრედიტო ბარათას და საბანკო ანგარიშის ნომერი. გადახდის ტრანზექცია ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის – თიბისი ბანკის ვებ გვერდზე.

თქვენი პერსონალური მონაცემებს დამუშავება მოხდება მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული მომსახურების მიწოდებასთან madkeds.ge-ზე და ხელშეკრულების აღსრულებასთან, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის რეალიზაციასთან.

madkeds.ge ვებ გვედმა შეიძლაბა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გააუქმება მონაცემების დამუშავების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროსა და წერილობითი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში madkeds.ge შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას 7 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.

მარეგულირებელი კანონები და თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე – მუხლი 21 (1); მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება – მუხლი 22 (1); უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება – მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა.

ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.